ფეხბურთი

21:33 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. ბუდუ ზივზივაძეს ტრავმა აქვს და არ უთამაშია. ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ჰაიდენჰაიმს“ 22 ქულა აქვს, პლეი-აუტის ზონაშია მე-16 ადგილზე და მოუწევს ამ პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძოლოს, რადგან პირდაპირ დარჩენა გაუჭირდება, „ზანკტ პაულისთან“ 7-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. ფრანკ შმიდტის გუნდი მომდევნო ტურში 19 აპრილს, „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064932
სარეკლამო ადგილი - 99
X x X