ფეხბურთი

19:33 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "არსენალთან" უპირატესობა გაზარდა

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულმა“ „არსენალის“ წაფორხილებით ისარგებლა და უპირატესობა გაზარდა.

არნე სლოტის გუნდმა 32-ე ტურში „ვესტ ჰემი“ 2:1 დაამარცხა, ბოლო წუთზე ვირჯილ ვან დეიკის გოლით, შედეგად, 76 ქულა დააგროვა და 13 ქულით გაუსწრო „არსენალს“. ასე რომ, არის შანსი, რომ უკვე მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს.

ქულები დაკარგა „ჩელსიმ“, რომელიც თითქმის გავარდნილ „იფსვიჩთან“ შინ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ქულა მაინც გადაარჩინა. ენცო მარესკას გუნდი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ისევ წააგო „ტოტენჰემმა“, ამჯერად სტუმრად „ვულვზთან“ თითქმის უშანსოდ - 1:3 და მე-15 ადგილზეა.

„ლივერპული“ – „ვესტ ჰემი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლუის დიასი (18), 1:1 რობერტსონი (86, ა.გ), 2:1 ვან დეიკი (89)

„ჩელსი“ – „იფსვიჩი“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ენკისო (19), 0:2 ჯონსნი (31), 1:2 ტანზებე (46, ა.გ), 2:2 სანჩო (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.21615