„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ემპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდისგან შესაძლებლობებზე მეტს ითხოვენ, რადგან კონკურენტი „ინტერია“, რომელიც „ნაპოლიზე“ ბევრად ძლიერი კლუბია:
„მიზნები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ის ყველა გუნდს აქვს. შეიძლება შევხვდეთ გუნდს, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ან ევროთასებზე გასასვლელად ან ჩემპიონობისთვის, მაგრამ ყველას აქვს თავისი მიზანი.
მეორე ტაიმებში პრობლემები რომ გვქონდეს, ქულებს ვერ მოვიპოვებდით „იუვესთან“, „ინტერთან“ და „ატალანტასთან“. მატჩები 90 წუთი გრძელდება და მართალია, რომ ზოგიერთი მატჩის უკეთ მართვა შეგვეძლო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტაიმებში დომინანტები ვიყავით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმების პრობლემა გვაქვს.
ჩვენ და „ინტერი“ პირდაპირი კონკურენტები არიან. ამას ზეწოლაც ახლავს, ბუნებრივია. ისეთ სიტუაციაში ვართ, რომელშიც მოითხოვენ, რომ ჩვენს შესაძლებლობებზე მეტი გავაკეთოთ, რაღა არ ჩამოვრჩეთ გუნდს, რომელიც არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც ამტკიცებს, რომ ყველაფრის მოსაგებად მზადაა. გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმია, რადგან ისინი სკუდეტოზე ოცნებობენ და ეს ქმნის გარემოს, რომელიც გუნდს მუხტს აძლევს. ეს ზეწოლა დავიმსახურეთ და ამით უნდა ვისიამოვნოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ მატჩი 14 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება.