„მანჩესტერ სიტის“ სეზონის ბოლოს კევინ დე ბრუინი დატოვებს, მაგრამ ბელგიელს დიდ ფეხბურთში დარჩენა სურს.
როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ ნებისმიერი საინტერესო შეთავაზების განსახილველად მზადაა:
„სიმართლეს გეტყვით, არ ვიცი ჩემი მომავალ, შეიძლება ინგლისში დარჩენაც იყოს. ჯერ კიდევ უნდა ვისაუბრო კლუბთან და პირველ რიგში, ოჯახთან. ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. თუ საინტერესო პროექტისგან მექნება შეთავაზება, მოსასმენად მზად ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და მინდა გავაგრძელო“, - თქვა დე ბრუინმა.