ფეხბურთი

1:07 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ სტუმრად „ლეგანესი“ დაამარცხა და მეორეადგილოსანთან ქულათა სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ლეგანესი“ და „ბარსელონა“ დაუპირიპირდნენ, შეხვედრა კატალონიელთა მინიმალური გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გავიდა. „ლეგანესის“ მცველმა ხორხე საენსმა ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.

„ბარსელონა“ პირველია ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს 70 ქულა აქვს. „ბარსელონა" მადრიდის „რეალს" შვიდი ქულით უსწრებს. „სამეფო კლუბს“ ერთი თამაში ნაკლები აქვთ. „ლეგანესი“ 28 ქულით მე-19 ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 31-ე ტური. 12 აპრილი: რეალ სოსიედადი - მალიორკა 0:2, ხეტაფე - ლას პალმასი 1:3, სელტა - ესპანიოლი 0:2, ლეგანესი - ბარსელონა 0:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065655