კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლები გაიტანა. საუდი პრო ლიგის 27-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-რიადი“ 2:1 დაამარცხა, სწორედ პორტუგალიელის წყალობით.
პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში რონალდუ შეუჩერებელი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. კრიშტიანუს კარიერაში უკვე 933 გოლი დაუგროვდა და 1000-გოლიანი ნიშნულისკენ მიიწევს.
რონალდუ საუდი პრო ლიგის ბომბარდირთა დავას 23 გოლით ლიდერობს, ხოლო ამ სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 32 გოლი დაუგროვდა. ეს ყველაფერი 40 წლის ასაკში... „ალ-ნასრი“ 57 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 8 ქულით ჩამორჩება.