ფეხბურთი

0:47 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „ლეჩე“ ვლაჰოვიჩის ორი საგოლე გადაცემის წყალობით დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც „იუვენტუსი“ და „ლეჩ“ შეხვდნენ, დასრულდა. გამარჯვება 2:1 ტურინელებმა იზეიმეს.

უკვე მეორე წუთზე „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ტუნ კუპმაინერსმა გახსნა. საგოლე გადაცემა სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა შეასრულა 33-ე წუთზე მასპინძლების გარემარბმა კენან ილდიზმა იმავე ვლახოვიჩის პასით თავისი გუნდის მეორე გოლიც გაიტანა. 87-ე წუთზე „ლეჩეს“ მცველმა ფედერიკო ბასიროტომ ერთი ბურთი გაქვითა.

„იუვენტუსმა“ ქულების რაოდენობა 59-მდე გაზარდა და სერია A-ში მესამე ადგილზე აინაცვლა. „ლეჩე“ 32 მატჩის შემდეგ 26 ქულით მე-17 ადგილზეა

იტალია. სერია A. 32-ე ტური. 12 აპრილი: ვენეცია - მონცა 1:0, ინტერი - კალიარი 3:1, იუვენტუსი - ლეჩე 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064468
სარეკლამო ადგილი - 99
X x X