საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩი „მონაკოსა“ და „მარსელს“ შორის დასრულდა. მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.
34-ე წუთზე „მონაკოს“ იაპონელმა გარემარბმა ტაკუმი მინამინომ გახსნა ანგარიში. 58-ე წუთზე თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 82-ზე კი ნახევარმცველმა დენის ზაქარიამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.
ამრიგად, „მონაკომ“ ქულების რაოდენობა 53-მდე გაზარდა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ავიდა, „მარსელის“ წინ დადგა.
რობერტო დე ძერბის გუნდს 52 ქულა დარჩა. გუნდი მესამე ადგილზე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უკვე ჩემპიონია (74 ქულა), ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი“ 48 ქულით - მეხუთეზე, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“კი 23 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტეზე.