ფეხბურთი

22:46 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ ქულები დაკარგა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის „არსენალი“ და „ბრენტფორდი“ შეხვდნენ, ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში 61-ე წუთზე „არსენალის“ ნახევარმცველმა თომას პარტეიმ გახსნა. საპასუხო გოლი 74-ე წუთზე „ბრენტფორდის“ ფორვარდმა იოან ვისამ გაიტანა.

ამ შეხვედრის შემდეგ „არსენალს“ 63 ქულა აქვს. „მეთოფეები" ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „ლივერპულს“ 10 ქულით ჩამორჩებიან, თანაც მერსისაიდელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს

ინგლისი. პრემიერლიგა. 32-ე ტური. 12 აპრილი: მანჩესტერ სიტი - კრისტალ პალასი 5:2, ბრაიტონი - ლესტერი 2:2, ნოტინგემ ფორესტი - ევერტონი 0:1, საუთჰემპტონი - ასტონ ვილა 0:3, არსენალი - ბრენტფორდი 1:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066644
სარეკლამო ადგილი - 99
X x X