ისტორია

22:30 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“ ფრედ ითამაშეს

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ შეხვდნენ, ფრედ - 2:2 დასრულდა.

განსაკუთრებით სანახაობრივი მეორე ნახევარი გამოდგა. 48-ე წუთზე მატჩის ანგარიში „ბორუსიას“ თავდამსხმელმა მაქსიმილიან ბაიერმა გახსნა. „ბაიერნის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რაფაელ გერეირომ 65-ე წუთზე ანგარიში 1-1 გახადა. 69-ზე გარემარბმა სერჟ გნაბრიმ მასპინძლები წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე კი „დორტმუნდის“ მცველმა ვალდემარ ანტონმა ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველია. ვენსან კომპანის გუნდს 29 მატჩში 69 ქულა აქვს. „ბორუსიამ“ 42 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. 29-ე ტური. 12 აპრილი: ბაიერი - უნიონ ბერლინი 0:0, ჰოფენჰაიმი - მაინცი 2:0, გლადბახი - ფრაიბურგი 1:2, ბოხუმი - აუგსბურგი 1:2, ჰოლშტაინი - ზანქტ პაული 1:2, ბაეირნი - დორტმუნდი 2:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063734