ფეხბურთი

21:16 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი „სიტის“ „კრისტალ პალასთან“ გამარჯვებაზე: „თავიდან ანგარიში სულაც არ იყო კარგი“

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩზე ისაუბრა, რომელშიც „ქალაქელებმა“ „კრისტალ პალასს“ გამანადგურებელი ანგარიშით მოუგეს (5:2), არდა თამაშის მიმდინარეობისას 0:2 მარცხდებოდნენ. თავად ბელგიელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.

„ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, გვქონდა რამდენიმე შანსი, შემდეგ კი უცებ, 0:2 გახდა, შეიძლება სამიც ყოფილიყო. თუმცა ჩვენი რეაქცია შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, ჯამში კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით და მათ ეს გამოიყენეს. საბოლოოდ, ვფიქრობ, ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას. მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად გოლი გაგვეტანა. საბოლოოდ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ თავიდან ანგარიში სულაც არ იყო კარგი“, - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, „მანჩესტერ სიტი“ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 55 ქულა აქვს. მესამე ადგილამდე („ნოტინგემ ფორესტი“) სხვაობა ორი ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066097