ფეხბურთი

20:24 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტიმგემმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, „ევერტონმა“ კი მოიპოვა

ინგლისური პრემიერლიგის 32-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის 5 მატჩიდან, ოთხი დასრულდა. „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „კრისტალ პალასი“ გაანადგურა 5:2 (არადა, 0:2 აგებდა) და მეოთხე ადგილზე აღზევდა.

მესამე საფეხურზე მდგარმა „ნოტინგემ ფორესტმა“ კი მოულოდნელად „ევერტონთან“ წააგო (0:1) და ახლა „ქალაქელებს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

„ბრაიტონ“ – „ლესტერის“ შეხვედრაში (2:2) ბრაიტონელთა ჟოაო პედრომ დუბლი მიითვალა (ბრაზილიელმა ორივე გოლი პენალტით გაიტანა).

პსჟ-ზე გაბრაზებულმა „ასტონ ვილამ“ კი სტუმრად უკვე გავარდნილ „საუთჰემპტონს“ შავი დღე აყარა - 0:3.

ინგლისი. პრემიერლიგა. 32-ე ტური. 12 აპრილი: მანჩესტერ სიტი - კრისტალ პალასი 5:2, ბრაიტონი - ლესტერი 2:2, ნოტინგემ ფორესტი - ევერტონი 0:1, საუთჰემპტონი - ასტონ ვილა 0:3, არსენალი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103205