ფეხბურთი

20:03 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ ისევ წაიფორხილა

ბუნდესლიგის 29-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ექსი მატჩი იმართება. 5 უკვე დასრულდა.

მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერ „ბაიერნის“ უშუალო მდევარმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ შინ ვერფერი მოუხერხა „უნიონ ბერლინს,“ 0:0 ეთამაშა და ახლა მიუნხენურ კლუბს 5 ქულით ჩამორჩება, თანაც „ბაიერნი“ დღევანდელ გვიან მატჩში „დორტმუნდს“ მასპინძლობს და ქულათა სხვაობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

საინტერესოა, რომ ხუთიდან სამი მატჩი 1:2 დასრულდა. „ჰოფენჰაიმმა“ კი „მაინცი“ 2:0 დაამარცხა ხორვატი შემტევის, ანდრეი კრამარიჩის დუბლით.

გერმანია. ბუნდესლიგა. 29-ე ტური. 12 აპრილი: ბაიერი - უნიონ ბერლინი 0:0, ჰოფენჰაიმი - მაინცი 2:0, გლადბახი - ფრაიბურგი 1:2, ბოხუმი - აუგსბურგი 1:2, ჰოლშტაინი - ზანქტ პაული 1:2, ბაეირნი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06456
სარეკლამო ადგილი - 99
X x X