მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ხელმძღვანელობისგან ნდობას გრძნობს.
იტალიელს „არსენალთან“ მძიმე წაგების მიუხედავად საპასუხო თამაშში ქამბექის იმედიც აქვს:
„ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან გვინდა, რომ კარგი განცდები დავიბრუნოთ. „არსენალთან“ ქამბექი? ვეცდებით, რა თქმა უნდა, ეს ბევრჯერ მომხდარა. ბოლო წუთამდე ვეცდებით.
კლუბში ჩემი მომავალი? კონტრაქტი საკმაოდ ნათელია, კიდევ ერთი წელი მაქვს და კლუბი ყოველთვის მხარს მიჭერს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალს“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს: თასზე ფრე „სოსიედადთან“ წაგება ლა ლიგაში „ვალენსიასთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალთან“. 13 აპრილს, „სამეფო კლუბი“ „ალავესს“ ესტუმრება.