ფეხბურთი

18:40 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "მე მაგალითად გამომიყენეს, უარესები გაუკეთებიათ, მაგრამ ასე არავინ დაუსჯიათ"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ოსერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

პორტუგალიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ 9-თვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ლიგა 1-ში აქვს, გადაიხედება და სასჯელი შეუმცირდება. მოგეხსენებათ, ფონსეკა მსაჯის შეურაცხყოფის გამო დასაჯეს.

„იმედი მაქვს, რომ ჩემი სასჯელი შეიცვლება. ეს ძალიან უსამართლოდ, გაუგებრად მიმაჩნია. ვიმედოვნებ, გარკვეული სამართლიანობა შეიძლება არსებობდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ. დიახ, მჯერა სამართლიანობის, რადგან ეს სიტუაცია ძნელად მისაღებია. ჩემთვის გასახდელში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრმა მწვრთნელმა უარესი ჩაიდინა, მაგრამ ასე არავინ დასჯილა. მგონია, რომ მაგალითად გამომიყენეს. მაგრამ მე მზად ვარ გადავიხადო იმისთვის, რაც ჩავიდინე და არა იმიჯისთვის, არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია. ეს ჩემი მესამე სეზონია საფრანგეთში, სამ სეზონში მხოლოდ ერთი წითელი ბარათი მივიღე, დიდ პატივს ვცემ მსაჯებს და ფრანგულ ფეხბურთს.

ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. მართალია, იდეალური დრო არ არის ახალგაზრდა ფეხბურთელების სათამაშოდ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვერგოთ ხელმისაწვდომ ფეხბურთელებს. ალბათ ცვლილებებს გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში მანევრირების დიდი ადგილი არ მაქვს. პრიორიტეტი ნამდვილად ძალების აღდგენაა. ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მატჩებს შორის თითქმის ორი დღე გვაქვს, ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ.

„ოსერთან“ მატჩი ყველა ასპექტით რთული იქნება, მაგრამ ახლა „მანჩესტერზე“ არ ვფიქრობთ, ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ოსერს“ სახლში კარგი შედეგები აქვს, ქულების უმეტესობა საკუთარ მოედანზე მოიპოვა, სადაც ბევრმა ძლიერმა გუნდმა ვერ მოიგო. ლიგა 1-ში 6 მატჩია დარჩენილი და თითოეული მატჩის მნიშვნელობა კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, „ლიონი“ ლიგა 1-ში 28 ტურის შემდეგ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, 13 აპრილს კი, თბილისის დროით 22:45 საათზე „ოსერს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062143