ყაზახეთის თასის მერვედფინალში „კაირატმა“ „კასპიი აკტაუ“ 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი ზარიამ დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა, ორივე პენალტით და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ზარიამ სეზონი კარგად დაიწყო, ჩემპიონატის ოთხ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ახლა თასზე თავი ორჯერ გამოიჩინა. "კაირატმა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.