ფეხბურთი

15:12 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "დე ლაურენტისთან საერთო მხოლოდ "ნაპოლი" მაქვს, ჩვენ განსხვავებული ადამიანები ვართ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან და იქნებიან „ნაპოლის“ გამო, მაგრამ ამის მიღმა არასდროს, რადგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან:

„ჩემი წიგნის წერა დავასრულე, რომელშიც სხვადასხვა თავია. ერთ-ერთი დე ლაურენტისს ეძღვნება, რომელსაც სულთანი და გლეხი ჰქვია: ჩვენ ერთად გავატარეთ ლამაზი, დაუვიწყარი მომენტები, რომლებიც ჩვენს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება და მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები ამ ამბავში [ნაპოლისთან დაკავშირებით], მაგრამ ამ ისტორიის მიღმა - არა. ჩვენ ორი განსხვავებული ადამიანი ვართ და ყოველთვის განსხვავებულები ვიქნებით.

„ნაპოლიში“ წარმოუდგენელი გამოცდილება გამოვიარე, როდესაც ტიფოზებმა ქალაქში ლენტების გაკვრა და ქალაქის მორთვა დაიწყეს, ცოტა დავიძაბე, რადგან გავიფიქრე: თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, მათ რა უნდა ვუთხრა?“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112282
სარეკლამო ადგილი - 99
X x X