კალათბურთი

12:39 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი თამაში და ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე "ფინიქსთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „ფინიქს სანსთან“ 98:117 დამარცხდა, მაგრამ ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი თამაში ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

მამუკელაშვილმა 25 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 10-დან 7 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ორივე გუნდში მამუკელაშვილი ქულების რაოდენობით მხოლოდ სამ კალათბურთელს ჩამორჩა.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 33 მოგებით და 48 წაგებით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 13 აპრილს, „ტორონტოსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06008
სარეკლამო ადგილი - 99
X x X