ესპანურმა მედიამ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში „სევილიასთან“ შეხვედრაში (1:0) პოზიტიურად შეაფასა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ღამურების“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო:
AS: „კიდე ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე დიდებული სეივი გააკეთა, რითაც „სევილიას“ გოლის გატანაში ხელი შეუშალა და კარი მშრალად შეინახა. თავიდან ფეხით თამაში გაუჭირდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ხაზზე ძალიან თავდაჯერებული იყო“.
Eldesmarque: „სამი ძალიან რთული სეივი ჰქონდა, როცა ყველას გოლი ეგონა. „მესტალია“ კვლავ მის სახელს სკანდირებდა“.
„ვალენსიას“ 38 ქულა გაუხდა, სწორედ „სევილიას“ გადაასწრო და მე-12 ადგილზეა. გავარდნა კი არა, „ლოს ჩე“ მერვეადგილოსან „სოსიედადს“ უკვე მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. 19 აპრილს, „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული (27 მატჩში).