ფეხბურთი

1:20 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო, მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსიამ“ „სევილია“ 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმის ბოლოს ხავი გერამ გაიტანა გოლი, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. „ვალენსია“ კარგ ფორმაშია, ბოლო სამი თამაში მოიგო, უკანასკნელ ექვს ტურში 14 ქულა მოიპოვა (4 მოგება, 2 ფრე) და შეიძლება ითქვას, რომ გავარდნის კანდიდატი აღარაა.

მას შემდეგ, რაც რუბენ ბარახა კარლოს კორბერანმა შეცვალა, „ვალენსია“ შეიცვალა: ლა ლიგის 14 ტურში კორბერანის ხელმძღვანელობით შესაძლო 42 ქულიდან 25 ქულა მოიპოვა (7 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება).

გიორგი მამარდაშვილმა ისევ შესანიშნავად ითამაშა, 5 სეივი მიითვალა და მოედანზე გამორჩეული იყო. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეშვიდე მშრალი მატჩი ჩაატარა.

„ვალენსიას“ 38 ქულა გაუხდა, სწორედ „სევილიას“ გადაასწრო და მე-12 ადგილზეა. გავარდნა კი არა, „ლოს ჩე“ მერვეადგილოსან „სოსიედადს“ უკვე მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. 19 აპრილს, „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064655