თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში სეზონი დაასრულა და ბოლო ტურში სტუმრად „ბარსელონასთან“ 87:91 დამარცხდა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ბოლონიელებს შანსი ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვეს.
შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
შენგელიაზე უფრო შედეგიანი ორივე გუნდიდან მხოლოდ „ბარსელონას“ წევრი კევინ პუნტერი იყო, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.
„ვირტუსმა“ ევროლიგაში სეზონი 9 მოგებით და 25 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე დაასრულა, ახლა კი, იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოუწევს.