საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კოსვო 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფში მეორე ადგილი, შესაბამისად, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა, რასაც მასპინძლებმა მეორე ნახევარში მერგიმ დერვიშაის გოლით უპასუხეს. თუმცა, ბოლო 10 წუთში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს აჯობა, კიდევ ორი გოლი გაუტანა, რომლებიც ნიკა ხარატიშვილის და არჩილ სებისკვერაძის აქტივშია.
საქართველოს ნაკრებს ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი უკავია, ბოლო ტურში კი, 16 აპრილს, ლიდერ საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.