„ფიორენტინას“ დავიდ დე ხეას შენარჩუნება სურს. ესპანელი მეკარე შესანიშნავ სეზონს ატარებს და კლუბში მისით კმაყოფილი არიან.
როგორც „იების“ პრეზიდენტმა როკო კომისომ აღნიშნა, დე ხეა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და რამდენიმე წელი მისი შენარჩუენბა სურთ.
მიმდინარე სეზონში 34 წლის კარის დარაჯმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა. ის „ფიორენტინამ“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, როცა მანამდე ერთი სეზონი უგუნდოდ იყო „მანჩესტერის“ დატოვების შემდეგ.