„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა, შეთანხმებას მაინც მიაღწიეს, რითაც სლოტი ძალიან ბედნიერია:
„სალაჰის შენარჩუნება ჩვენთვის შესანიშნავი ამბავია, ხოლო ფანებისთვის შვება, მე კი ბედნიერი ვარ. ასევე, კომპლიმენტებს იმსახურებს რიჩარდ ჰიუზი, რომელმაც კლუბთან ერთად ბევრი იმუშავა მოს დასარწმუნებლად და დიდი ძალისხმევა გაიღო. ძალისხმევაში ფულს ვგულისხმობ (იცინის - რედ).
თავი იმ ფეხბურთელების ადგილზე რომ წარმოვიდგინო, რომლებიც დამატებაც შეიძლება გვინდოდეს, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩვენი პროექტის წარდგენისას მათ ვეტყვით, რომ მო სალაჰმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, რადგან ეს აჩვენებს ჩვენს დიდ ამბიციებს.
თანამედროვე ფეხბურთს თუ გადავხედავთ, გარემარბები 90 წუთის განმავლობაში ვერ სჯობნიან მეტოქეებს, ეს ყველაზე რთული პოზიციაა ფეხბურთში, განსაკუთრებით დაბალი ბლოკის დაცვის წინააღმდეგ. ასე რომ, ნორმალურია, რომ ხანდახან ბურთი დაკარგო. თუმცა, ზოგადად, სალაჰს ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა აქვს გოლებით და საგოლე პასით, მაგრამ არა მარტო ამით. ის დიდი საფრთხეა მეტოქეებისთვის, თუმცა ერთადერთი არ არის. ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, გარემარბები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან თანამედროვე ფეხბურთში, რადგან გუნდები დაბალი ბლოკის დაცვით თამაშობენ. თუ შევხედავთ რაფიანიას, ლამინ იამალს, ხვიჩა კვარაცხელიას, ბუკაიო საკას, დეზირე დუეს, გაბრიელ მარტინელის, მათ ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში საგოლე შანსების შექმნა შეძლეს. სწორედ ამას აკეთებს სალაჰი ჩვენთვის, ისევე, როგორც გაკპო და ლუის დიასი“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულში“ 2017 წლიდან 394 მატჩში 243 გოლი გაიტანა და 8 ტიტული მოიგო, მათ შორის, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა.