ლეგენდარულ ფრანგ მორაგბეს, სებასტიან შაბალს მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს.
როგორც მან ფრანგულ მედიას უთხრა, არ ახსოვს თავისი მატჩები და ზოგჯერ ისიც ავიწყდება, რომ საერთოდ მორაგბე იყო:
„არაფერი მახსოვს, ხანდახან ჩემს მეუღლეს ვეუბნები, რომ მე რაგბის არ ვთამაშობდი“, - ციტირებს ფრანგული მედია შაბალის სიტყვებს.
სებასტიან შაბალი 2000-2011 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი, რომლის რიგებში 62 მატჩი ჩაატარა. კარიერის განმავლობაში ის „ბურგონის“, „შარკსის“, „რასინგის“ და „ლიონის“ შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო კარიერა 2014 წელს დაასრულა.