ფეხბურთი

17:45 | 11.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩინეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ „შენჟენი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ქართველი ფეხბურთელი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

ყაზაიშვილმა ანგარიში მეოთხე წუთზე შორი მანძილიდან ძალიან ეფექტური გოლით გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, როცა ბურთი ქუსლით დაუტოვა კრიჟანს და მანაც ზუსტად დაარტყა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„შანდონ ტაიშანი“ ჩინეთის ჩემპიონატში 13 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 15 აპრილს, „ქინგდაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118118