UEFA-ს ოფიციალურმა ვებ გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრების შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელად "არსენალის" ფეხბურთელი დეკლან რაისი დაასახელა.
ინგლისელმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მან ტიბო კურტუას ორი ერთმანეთზე ლამაზი ჯარიმები გაუტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ რაისი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე მოახერხა საჯარიმო დარტყმებიდან დუბლის შესრულება.
მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია, მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი, ხოლო ალესანდრო ბასტონის მეოთხე ადგილი ერგო.
აქვე გეტყვით, რომ UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა, ასევე კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: იან ზომერი (ინტერი)
მცველები: იურენ ტიმბერი (არსენალი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 15-16 აპრილს გაიმართება.