ლატვიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლაშა ოდიშარიას რფს-მა საკუთარ მოედანზე "ტუკუმსი 2000" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ოდიშარიას არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ის მიხედვით 8.3 შეფასება მიიღო. ლაშას დრიბლინგის 14 მცდელობიდან 13 წარმატებული იყო, ამასთან ერთად, მან 27-დან 17 ორთაბრძოლა მოიგო, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ და კარში დარტყმის 3 მცდელობა ჰქონდა.
ოდიშარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ხუთ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.
რფს 6 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და ლატვიის ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ოდიშარიას გუნდი 15 აპრილს სტუმრად "გრობინას" წინააღმდეგ გამართავს.