მოჰამედ სალაჰის შემდეგ, "ლივერპული" ახლოსაა გუნდის კაპიტან ვირჯილ ვან დეიკთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით ვან დეიკი "მერსესაიდულებთან" ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. როგორც ცნობილი ხდება, ყველა დეტალი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ ვან დეიკის კონტრაქტზე ხელის მოწერა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოჰამედ სალაჰი მომდევნო ორ წლის მანძილზე, კვლავ "ლივერპულისთვის" შეუტევს.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულს" 2017 წლის იანვარში შეუერთდა, მან ამ დროის მანძილზე 313 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა მოახერხა.