საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური „დინამო ბათუმისა“ და „თელავის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ლუკა ქაფიანიძის გოლით დაწინაურდა, ხოლო მე-60 წუთზე უპირატესობა ორამდე ჯალენ ბლესამ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმმა“ 15 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში „სამგურალს“ ეთამაშება. „თელავი“ 10 ქულით მეხუთეა და წინ „გაგრასთან“ შეხვედრა აქვს.
„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ქაფიანიძე (45), 2:0 ბლესა (60)