უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი (სიმბოლური ნაკრები) დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ქართველმა „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (3:1) შესანიშნავად ითამაშა და საუკეთესო 11-ეულშიც ადგილი დამსახურებულად ერგო. ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ასეთია:
მეკარე: იან ზომერი (ინტერი)
მცველები: იურენ ტიმბერი (არსენალი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.