ფეხბურთი

19:18 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ მენდეში: "კვარაცხელიას გუნდისთვის ბევრი რამის მოტანა შეუძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნუნუ მენდეშმა „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კვარას გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლია:

„ვიცით, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი რამის მოტანა შეუძლია, იქნება ეს დაცვაში თუ შეტევაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ისევე მუშაობს, როგორც ნებისმიერი სხვა. ჩვენ გუნდი ვართ და მან დაცვასა და შეტევაში უნდა იმუშაოს და გოლები დღევანდელივით მოვა. ის კარგ ფორმაშია“, - თქვა მენდეშმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067342
სარეკლამო ადგილი - 99
X x X