ფეხბურთი

18:41 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ცხოვრებაში და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ არაერთ მედიასთან ისაუბრა.

მათ შორის, CBS Sports-თან, სადაც მას მოკლე ინტერვიუ ლეგენდარულმა პეტერ შმეიხელმა ჩამორთვა, რომელიც ტელეკომპანიისთვის მუშაობს. შმეიხელმა კვარას ჰკითხა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსზე, ასევე იმაზე, თუ რა შეიცვალა, მისთვის „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლით:

„ვფიქრობ, ცხოვრებაში და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული, რომლებიც გვიახლოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, დავუჯეროთ მწვრთნელს და მოედანზე ყველაფერი გავაკეთოთ.

„ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა რთული იყო, რადგან მიყვარდა ის ქალაქი, გუნდი, ხალხი, ფანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, იქ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია, ზოგჯერ საჭიროა მომდევნო ნაბიჯი გადადგა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121164