დორტმუნდის „ბორუსიის" ნახევარმცველმა და კაპიტანმა ემრე ჯანმა ჩემპიონთა ლიგის „ბარსელონასთან“ პირველი მეოხედფინალური მატჩის (0:4) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ცუდად, ძალიან რბილად ვთამაშობდით, არ ვიყავით საკმარისად ერთიანები. ამისათვის კი ამ დონეზე გუნდები მკაცრად ისჯებიან. ასე მივედით დღევანდელ შედეგამდე", - ციტირებს ჯანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „ბარსელონასა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის წინა დღით, 9 აპრილს ჩატარდა. შეხვედრა ბარსელონაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დამავრდა. საპასუხო მატჩი გუნდებს შორის 15 აპრილს დორტმუნდში გაიმართება.