ფეხბურთი

10:53 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ მენდეში: "საპასუხო მატჩშიც იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც დღეს გავაკეთეთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნუნუ მენდეშმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.

პორტუგალიელმა მცველმა ბოლო წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია:

„ორბურთიანი უპირატესობა გვაძლევს თავდაჯერებულობას, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია. ცოტა უნდა დავისვენოთ, შემდეგ გავაგრძელოთ მომზადება და იგივე გავაკეთოთ საპასუხო მატჩიც, რაც დღეს გავაკეთეთ. ჩემი გოლის მომენტი? დავინახე, რომ მეკარე ცოტა ახლოს იყო, ამიტომ ვცადე რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა და გამომივიდა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრების გახარება გავაგრძელოთ“, - თქვა მენდეშმა.

შეგახსენებთ, „ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069605
სარეკლამო ადგილი - 99
X x X