ფეხბურთი

4:34 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილას" ფეხბურთელი: "დასაკარგი არაფერი გვაქვს, შეგვიძლია ნებისმიერთან მოგება"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელმა მორგან როჯერსმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა.

ინგლისელ ფეხბურთელს, რომელმაც პარიზში გოლი გაიტანა, ძალიან სჯერა, რომ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერს შეცვლიან და ჯერ დასრულებული არაფერია:

„რთული იყო, ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია, კარგად ორგანიზებული და ვარსკვლავები ჰყავთ ყველა პოზიციაზე. ვიცოდით, რომ ბრძოლა მოგვიწევდა და თავი კარგად უნდა დაგვეცვა. ალბათ, შეცდომები დავუშვით, შეიძლებოდა გოლების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხდება. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, რომ ვცადოთ, ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა მოხდება.

გუნდში რწმენა არსებობს, დასაკარგი არაფერი გვაქვს, უნდა ვცადოთ, რატომაც არა? უბრალოდ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გვჯეროდეს, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ვნახოთ, სადამდე მივალთ. გვაქვს ხარისხი, რომ ყველაფერი შევცვალოთ, ჯერ დასრულებული არაფერია. ამ ეტაპზე გარკვეული მიზეზით ვართ, არა შემთხვევით, გვინდა ვიბრძოლოთ და ვეცადოთ გამარჯვებას. ჩვეულებრივ, შეგვწევს ძალა, რომ ნებისმიერ კლუბს პრობლემები შევუქმნათ. მოუთმენლად ველოდით საპასუხო მატჩს და ვიმედოვნებთ, რომ მოვიგებთ“, - თქვა როჯერსმა.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0637