ფეხბურთი

4:24 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "სახლში ძლიერები ვართ, ფანებთან ერთად შეგვიძლია გამარჯვება"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნარი ემერიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ საპასუხო მატჩში მისი გუნდი ნახევარფინალში გავა:

„მეტ-ნაკლებად, მოლოდინი, რომელიც მატჩამდე მქონდა, გამართლდა. 2:1 ან 3:1 არც ისე განსხვავებულია, რადგან გვაქვს შანსი, მომავალ კვირაში სახლში მდგომარეობა შევცვალოთ. სახლში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ძლიერები ვართ და შეგვიძლია ამის გაკეთება.

დღეს დაცვაში ორგანიზებული და ჩვეულებრივზე მეტად დისციპლინირებული თამაში გვჭირდებოდა. თუმცა, 1:2-ზეც გვქონდა სამი მომენტი, ორჯერ როჯერსის და ერთხელ ასენსიოს. ბოლო გაშვებული გოლით ბევრი რამ არ იცვლება, რადგან სახლში უნდა მოვიგოთ, ერთზე მეტი გოლი გავიტანოთ.

დღეს დაბალი დაცვითი ბლოკით ვითამაშეთ, მაგრამ სახლში შევიცვლებით, შეგვიძლია ვცადოთ, უფრო მეტ ხანს გვქონდეს ბურთი და უფრო დომინანტები ვიყოთ. ვეცდებით, მომენტები გამოვიყენოთ და დავაქამბექოთ. გვჯერა ჩვენი ფანების, „ვილა პარკის“ და გვჯერა, რომ ფეხბურთელები მომავალ კვირაში საუკეთესო თამაშს ითამაშებენ“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064974
სარეკლამო ადგილი - 99
X x X