საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ იტალიური „ტორტონა“ დაძაბულ ბრძოლაში, ოვერ-ტაიმში 93:89 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე გამორჩეული იყო. შერმადინმა 37 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 25 აღმოჩნდა.
„ტენერიფე“ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდეა, 1:0 დაწინაურდა. სერიის მეორე შეხვედრა 16 აპრილს, იტალიაში გაიმართება.