ფეხბურთი

3:49 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეზირე დუე: "ჩემი გოლი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე კვარასი"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.

მან ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი გოლი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიასი:

„მთელი გულწრფელობით ჩემი გოლი უფრო ლამაზი იყო (იცინის - რედ). თავიდან ჩაწოდება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომ დარტყმა გადავწყვიტე და ყველაფერი კარგად დასრულდა“, - თქვა დუემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068678
სარეკლამო ადგილი - 99
X x X