თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ქართველი მოჭიდავე 125 კგ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ფინალამდე მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი (6:2), ბერძენი აზამარ ხოსონოვი (3:1) და პოლონელი კამილ ტომაშ კოშიოლეკი (8:3) დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა - ოქროს მედალი გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი სოლომონ მანაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვლადიმერ გამყრელიძე, აკაკი ქემერტელიძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ეს შედეგი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.