ჭიდაობა

22:28 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მირიან მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

92 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძე გუშინ ნახევარფინალში დამარცხდა, შესაბამისად, დღეს ბრინჯაოსთვის იჭიდავა, რომლისთვის ბრძოლაში ბელარუსი იარასლაუ იადკოუსკი ადვილად, 5:0 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოპოვება.

„მგონი, ამდენი ბრინჯაოს მედლით გულშემატკივარი დავღალე, მაგრამ სპორტია, რაღაც ისე მიეწყო, რომ კვლავ ბრინჯაო ავიღე. პატარ-პატარა შეცდომები, რაც წინა წლებში მქონდა, ვერ გამოვასწორე, როგორც საჭირო იყო და უკეთესი სინჯის მედალი ვერ მოვიპოვე. გაჩერებას არ ვაპირებ, გავაგრძელებ შეცდომების ძებნას, განვითარებას და აუცილებლად დადგება ის სასურველი შედეგი, რომელსაც დიდი ხანია ველოდები“, - თქვა მირიანმა მედლის მოპოვების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ოთხი მედალია ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო, რომლებიც შესაბამისად, გივი მაჭარაშვილმა, მირიან მაისურაძემ, აკაკი ქემერტელიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065428
სარეკლამო ადგილი - 99
X x X