მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ ლონდონის „არსენალთან“ მარცხზე (0:3) ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში დაავიწყდათ:
„ვფიქრობ, „არსენალი“ სახლში ძლიერი გუნდია, პრესინგზე კარგად თამაშობს, ხაზებს შორის, პირველ ტაიმში კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ, კონტრშეტევებზე ხიფათი შევქმენით, მაგრამ მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში დაგვავიწყდა.
არ ვიტყოდი, რომ პანიკა საჭიროა, მაგრამ ბურთით მშვიდად ვერ ვთამაშობდით. მათ ორი გოლი ჯარიმიდან გაიტანეს, შემდეგ მესამე და კარგი რეაქცია არ გვქონდა. 0:3 რთულია, მაგრამ ვიცით, რომ სახლში ძლიერები ვართ, უნდა გვჯეროდეს ამ გუნდის და პირველივე წუთიდან ყველაფერს გავაკეთებთ. უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვეცადოთ ერთი-ორი სწრაფი გოლის გატანას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, მადრიდში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია