ფეხბურთი

17:04 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია მატიჩი: "როდესაც ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, ამის თქმის უფლება არ გაქვს"

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მიქაუტაძეს "ლიონი" მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან "ლიონის" მხრიდან ნემანია მატიჩი წარსდგა, რომელსაც კითხვა ანდრე ონანას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კითხეს.

"ონანამ თქვა, რომ ჩვენზე უკეთესები არიან? როდესაც მანჩესტერის ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, უნდა იცოდე რას ლაპარაკობ. ამის თქმის უფლება მას არ აქვს. ეს ყველაფერი ვან დერ საარს, შმეიხელს ან დე ხეას, რომ ეთქვა კიდევ გავიგებდი, მაგრამ ონანა? ის ყველაზე ცუდი მეკარეა." -განაცხადა მატიჩმა.

გეტყვით, რომ ანდრე ონანამ საფრანგეთში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ "მანჩესტერი" "ლიონზე" ბევრად უკეთესი გუნდია და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, 36 წლის მატიჩი 2017-2022 წლებში სწორედ მანჩესტერ "იუნაიტედში" თამაშობდა.

ლიონისა" და მანჩესტერ "იუნაიტედის" პირველი შეხვედრა 10 აპრილს საფრანგეთში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 17 აპრილს არის ჩანიშნული. ამ წყვილში გამარჯვებული კი, ნახევარფინალში "რეინჯერსსა" და "ატლეტიკის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065948