ფეხბურთი

16:33 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვასკესი: "თუკი მსოფლიოში არსებობს გუნდი, რომელსაც ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ეს "რეალია"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ლუკას ვასკესს სჯერა, რომ ლონდონის „არსენალთან“ საპასუხო შეხვედრაში მდგომარეობის შეცვლა შეუძლიათ.

ესპანელი აცნობიერებს, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს:

„არსენალმა“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ჰქონდათ შანსები და იცოდნენ, როგორ ეთამაშათ ჩვენს წინააღმდეგ, მხოლოდ რამდენიმე ინდივიდუალური ქმედება გვქონდა. მეორე ტაიმში წინ ვერ შევძელით ნაბიჯების გადადგმა, ბურთის ფლობაც დაგვაკლდა და საბოლოოდ, კარგად ვერ ვითამაშეთ.

რა თქმა უნდა, ქამბექი რთული იქნება, მაგრამ მსოფლიოში თუ არის გუნდი, რომელსაც ასეთი სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ეს ჩვენ ვართ! ჩვენს სტადიონზე, ჩვენი ფანების წინაშე განსხვავებული თამაში იქნება.

არ ვართ მიჩვეული ზედიზედ ორი მატჩის წაგებას, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, საკუთარი თავის გვჯეროდეს, როგორც არასდროს, ეს გუნდი იმსახურებს ყველას ნდობას“, - თქვა ვასკესმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, მადრიდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065019