დონეცკის "შახტარის" 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით კევინ მასედოთი "ნაპოლი" დაინტერესდა.
AreaNapoli-ის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას რადარზეა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის შეძენას ეცდება. წყაროს ცნობით, მასედოს იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მოიაზრებენ.
გეტყვით, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონია, თუმცა "ნაპოლი" მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კევინ მასედო "შახტარს" 2024 წელს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 თამაში აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.