თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ტრევიზოსთან“ გამართული მატჩიდან გამოარჩიეს.
"ბოლონიამ" მეტოქე 80:74 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 35 წუთში 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ამ სტატისტიკით 33 წლის მძიმე ფორვარდი მატჩის საუკეთესო კალათბურთლიც გახდა.
თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 ჰქონდა, რაც მის იტალიურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
"ვირტუსს" 18 მოგება და 7 მარცხი აქვს, იტალიის სერია A-ს კი "ტრაპანისთან" და "ბრეშასთან" ერთად ლიდერობს. ბოლონიური გუნდი შემდეგ შეხვედრას, 14 აპრილს, სწორედ თანალიდერ "ბრეშასთან" ჩაატარებს, მანამდე კი ევროლიგაში, სადაც ძალიან ცუდად გამოდის, "ბარსელონას" შეხვდება.