ფეხბურთი

22:47 | 8.04.2025 | ნანახია 160 - ჯერ

ნიკო კოვაჩი: "გვინდა, რომ "ბარსელონას" სუსტი მხარეები გამოვიყენოთ"

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და ეცდებიან, რომ „ბარსას“ სუსტი მხარეებით ისარგებლონ.

„მე და ფლიკი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ვაფასებთ ერთმანეთს, როგორც ადამიანები. ჩვენი საფეხბურთო ხედვებიც ვიცით. კარგად ვიცით „ბარსელონას“ შემტევების ხარისხი და თავი კარგად უნდა დავიცვათ. გვსურს გამოვიყენოთ მათი სისუსტეები და ვეცადოთ, გამოვავლინოთ მათი სუსტი მხარეები.

ვფიქრობ, „ბარსელონა“ ფავორიტია, მაგრამ „დორტმუნდმა“ გასულ სეზონში ფინალში ითამაშა, აქ ყველაფერი შესაძლებელია, ცოტა აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს“, - თქვა კოვაჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „დორტმუნდის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06808
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
160