ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ უსმან დემბელეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ძალიან მოსწონს ფრანგი შემტევი, რომელსაც რონალდინიოს აზრით, ბრაზილიური სტილიც აქვს:
„ნამდვილად არ მიყვარს პარალელის გავლება, ჩემი ყოფილი გუნდების მატჩებს ვუყურებ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ გამოდიან. პსჟ-ში უსმან დემბელეა, რომელიც ძალიან მომწონს, ცოტა არ იყოს, ბრაზილიური სტილი აქვს. არაპროგნოზირებადია, მოედანზე სიახლეებს იგონებს, ხშირად ამოუცნობია და ბევრ გოლს იტანს. ახლა სულ სხვა როლში თამაშობს, ვიდრე შარშან პსჟ-ში და მანამდე „ბარსელონაში“, - თქვა რონალდინიომ.