ჭიდაობა

20:38 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სოლომონ მანაშვილი ფინალშია.

125 კგ წონით კატეგორიაში მანაშვილმა ნახევარფინალში პოლონელი კამილ კოშციოლეკს 8:3 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილს გაეჯიბრება.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც მარცხი განიცადა აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან და 9 აპრილს, ხალიჩაზე ბრინჯაოსთვის გავა.

დღესვე იასპარეზეს გიორგი ღონიაშვილმა (61 კგ), გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) და ტარიელ გაფრინაშვილმა (86 კგ), მაგრამ მედლებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064056
სარეკლამო ადგილი - 99
X x X