„ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელმა, ამჟამად საუდური „ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ თანამედროვე ფეხბურთის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
„ალბათ ჩემს თავს, ლიონელ მესის და ზინედინ ზიდანს მოვიაზრებ საუკეთესო სამ ფეხბურთელთა სიაში", - ციტირებს რონალდუს სიტყვებსმGive me Sport.
ამ სეზონში რონალდუმ „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 28 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან მოქმედებს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
ლიონელ მესი MLS-ში თამაშობს მაიამის „ინტერში,“ ზინედინ ზიდანმა კი პროფესიული კარიერა დაასრულა.